Category: ფილმების სიახლეები
Warner Bros.-მა გამოაქვეყნა პირველი ოფიციალური სურათი “ბნელი რაინდი: აღზევებიდან” (The Dark Knight Rises), რომელზეც აღბეჭდილია ენ ჰეთეუეი ქალი–კატას როლში. სურათმა საბოლოოდ გაფანტა ეჭვები იმის შესახებ, ჰეთეუეი ფილმში მოგვევლინებოდა, როგორც ქალი–კატა თუ უბრალოდ როგორც სელინა კაილი, რადგან ის სურათზე ბეტპოდს მართავს… Read More »
Warner Bros-მა “ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრების” მეორე ნაწილის ახალი პოსტერები გამოაქვეყნა , რითაც ძალიან გაახარა ჯადოსნური ჰეპტალოგიის მოყვარულები. ესეც ახალი ათი პოსტერი ქართველი პოტერომანებისთვის :
“სკუპი” საქართველოს კინოთეატრებში
ოჯახიდან წამოსულ ზარმაც ფრედს ჰოლივუდში დიდ საცხოვრებელ სახლს აბარებენ. უზარმაზარი ოთახები, მუსიკალური ცენტრი, აუზი და ერთი სიტყვით, მთელი სახლი მის განკარგულებაში გადაიცემა.. თუმცა ფრედს ეს იქამდე ახარებს სანამ გზად სააღდგომო კურდღელს, სკუპის არ დაეჯახება მანქანით. აი აქედან იწყება ფრედის და… Read More »
კარიბის ზღვის მეკობრეები: უცხო ნაპირებზე – წინასწარი მიმოხილვა
კარიბის ზღვის მეკობრეების კიდევ ერთი სერიის თბილისურ პრემიერამდე რამდენიმე დღეღა რჩება. “კარიბის ზღვის მეკობრეები: უცხო ნაპირებზე” (Pirates of the Caribbean: On Stranger Tides) არის ტრილოგიის გაგრძელება, რომელიც კვლავინდებურად მოგვითხრობს დისნეის საკულტო პერსონაჟის კაპიტანი ჯეკ ბეღურას შესახებ. გორ ვერბინსკი სარეჟისორო სკამზე… Read More »
ტარანტინოს ახალი პროექტი – ჯანგო
ჯერ კიდევ “უსახელო ნაბიჭვრების” გამოსვლამდე კვენტინ ტარანტინომ The Daily Telegraph-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ უნდოდა გადაეღო სპაგეტი ვესტერნი, რომელშიც მოქმედებები ამერიკის უკიდურეს სამხრეთში განვითარდებოდა. ასე, რომ ფილმი “საუსერნი” უფრო გამოდის, ვიდრე ვესტერნი. მან თქვა, რომ მისი ფილმი შეეხებოდა ამერიკაში გაბატონებულ მონობას,… Read More »
“ჰობიტი” – ახალი მსახიობები, ვივინგი ბრუნდება [განახლებული]
დაახლოებით ერთი კვირის წინ “ჰობიტის” რეჟისორმა პიტერ ჯექსონმა Facebook-ის მეშვეობით გაავრცელა ცნობა იმის შესახებ, რომ ერთ-ერთი მსახიობი, რობ კაზინსკი, რომელსაც ფილმში ჯუჯა ფილი უნდა განესახიერებინა, პირადი მიზეზების გამო სახლში ბრუნდებოდა. (იხილეთ პოსტი) ახლა კი იმავე Facebook-ზე ჯექსონმა დაპოსტა მისი შემცვლელის… Read More »
“მწვანე ჩირაღდნის” ბიუჯეტი იზრდება; სინესტროსა და კილოვოგის პოსტერები
“მწვანე ჩირაღდნის” გამოსვლის თარიღის მოახლოებასთან ერთად, Warner Bros. ფილმის მარკვეტინგს აძლიერებს. წინა კვირას გამოქვეყნებულ ტომარ–რის პოსტერს, დღეს სტუდიამ სინესტროსა და კილოვოგის პოსტერებიც დაუმატა. კომიქსში სინესტრო ჰალ ჯორდანის (რაიან რეინოლდსი) მენტორია, რომელიც საბოლოოდ მწვანე ჩირაღდანთა კორპუსს განუდგება და მის წინააღმდეგ იწყებს… Read More »
“კაპიტანი ამერიკა: პირველი შურისმაძიებელი” – ტიტრებს შემდგომი სცენა
“კაპიტანი ამერიკა: პირველი შურისმაძიებელი” კინოთეატრებში 22 ივლისს გამოვა, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ფილმის გამოსვლამდე სულ რაღაც სამი თვეღა დარჩა, მხოლოდ გუშინწინ გადაიღეს ახალი სცენა კრის ევანსისა და სემუელ ლ. ჯექსონის მონაწილეობით. სავარაუდოდ ამ მომენტს “კაპიტანი ამერიკა: პირველი შურისმაძიებლის” ტიტრების შემდეგ… Read More »
იან ჰოლმი “ჰობიტში” მიიღებს მონაწილეობას
მიუხედავად მრავალი პრობლემისა პიტერ ჯექსონის “ბეჭდების მბრძანებლის” ტრილოგიის პრიკველის, “ჰობიტის” გადაღებები 21 მარტს ახალ ზელანდიაში მაინც დაიწყო. მართალია “ჰობიტში” “ბეჭდების მბრძანებლის” მხოლოდ სამი პერსონაჟი (გენდალფი, გოლუმი, ელრონდი) ჩანს, პრიკველში სერ იან მაკკელენსა და ენდი სერკისთან ერთად მაინც იღებენ მონაწილეობას კეით… Read More »
ჯერემი რენერს “ბორნის მემკვიდრეობა” შესთავაზეს
დიდი ხნის ძებნის შემდეგ Universal Pictures–მა იპოვა მეტ დეიმონის შემცვლელი ბორნის მეოთხე სერიისათვის. მიუხედავად სახელისა, “ბორნის მემკვიდრეობა” არ არის დაფუძნებული ერიკ ვან ლასტბადერის ამავე სახელწოდების წიგნზე, უფრო მეტიც ფილმში საერთოდ არ გამოჩნდება ჯეისონ ბორნი. მაგრამ ფილმი მაინც ოფიციალური მეოთხე სერია… Read More »













