ჭამა და სექსი

კინოთეატრი საქართველო კინობლოგერების საყვარელი ადგილად იქცა.. მშვენიერი შეგრძნებაა როცა ცოტა ხალხში, მყუდრო დარბაზში უყურებ ფილმს.. თითქოს შენთვის გაუშვეს დიდ ეკრანზე.

წინა კვირას ადმინისტრაციამ “ერთხელ შუა ქალაქში”-თ გვიმასპინძლა..

დღეს კი “ჭამა და სექსი”-ც მივიღეთ საჩუქრად ))

ცნობილია რომ იმ ტაბუირებულ აქტს რაც დიდი ხნის წინ, ადამსა და ევას შორის მოხდა, წინ უძღვოდა ჭამის პროცესი…


ფორმულა კრეატივის ეს ახალი ნამუშევარი ნამდვილად იმსახურებს დადებით შეფასებას ქართული კრეატივის თვალსაზრისით. შეიძლება ითქვას იმდენად კრეატიულიც კია, რომ თვით შორენა ბეგაშვილს ერთხელაც არ გაუხდია მთელი ფილმის განმავლობაში..

ჩვენთვის ცნობილი როგორც "მყუდრო" სრულიად ახალი იმიჯით..

 

ფილმის სახელწოდებიდან გამომდინარე არ ველოდი რაიმე განსაკუთრებულს, თუმცა რამდენადაც ბანალურ და ტიპიურ კომერციულ ნამუშევარს მოველოდი იმდენად სერიოზული და ღრმა შინაარსიანი ფილმი შემრჩა სეანსზე..

კარგი გადაღების ტექნიკა, ხარისხი და სცენარი.. არანაირი გაწელილი სცენები და უაზრო დიალოგები, ყველაფერი საღად და მისაღებად ასახავს შინაარს.

ცოლქმარი რომელნიც "დაიტანჯნენ"

ფილმში მოთხრობილია დრამატულ / ტრაგიკული ჟანრის 5 სხვადასხვა ნოველა რომელიც ერთგვარი სარკაზმია ქართული “უბედური” რეალობის გადმოსაცემად..

მარხვაზე არიან..

საკუთარ ქორწილში გათხლეშილი სიძე რომელსაც აღარფრის “ტრაკი” აღარ აქვს, მშობლებთან მცხოვრები ცოლქმარი რომელთა საძინებელიც ერთგვარი “ნინიას ბაღია”, ბოზებთან ერთად დაჩაზე ასული “ერთგული” ქმრები რომლებიც სულ ახლახან დაბრუნდნენ ერთერთი მათგანის ბიძის ქელეხიდან და კიდევ ორი ტრაგიკული ისტორია რომელიც უბრალოდ უნდა ნახოთ…

არა იმიტომ რომ ნანახი არ გაქვთ, (ათასჯერ მაინც გექნებათ ასეთი რამ ნანახი) არამედ იმიტომ რომ ფილმი უფრო ლამაზად დაგანახებთ ამ საშინელებას..

მეფე რკინის ტრუსს უკვეთავს მჭედელს..

მსახიობების თამაში დამაკმაყოფილებელია, არიან პროფესიონალებიც და უბრალოდ მოწვეული არაპროფესიონალებიც.

საუნდტრეკები ძველი ქართული სიმღერებია რომლებიც ჩემი აზრით ძალიან უხდება თითოეულ სცენას და ზოგადად ფილმს. მითუმეტეს რომ სიმღერების ტექსტებიც კარგად ჯდება სიუჟეტში..

ამჯერად ტრეილერს გამიზნულად არ ვდებ რადგან ბევრად სხვა წარმოდგენას ქმნის ფილმზე ვიდრე ის სინამდვილეშია.

ამიტომ გირჩევთ პირდაპირ წახვიდეთ და ნახოთ.

ჩემი აზრით საღად მოაზროვნე “ქართველს” უნდა მოეწონოს ეს ნამუშევარი, თუ არა და არც ეგ არის პრობლემა..

მთავარია შინაარსი მათ ჩაწვდეთ გულში ვიზეც ეს ფილმია შექმნილი.

სასიამოვნო და თან დრამატული სეანსი გელით წინ.. ნამდვილად არ ინანებთ შედეგით.

პირადი ბლოგი Devi.ge

 

SHARE THIS POST

  • Facebook
  • Twitter
  • Myspace
  • Google Buzz
  • Reddit
  • Stumnleupon
  • Delicious
  • Digg
  • Technorati
Author: Devi.Ge View all posts by