
17 მარტს კინოთეატრებში ახალი ქართული ფილმი “მამაჩემის გერლფრენდი” გამოჩნდება. ფილმის გადაღება აგვისტოში მიმდინარეობდა და ახლა ფერების კორექციის ფაზაში იმყოფება.
ფილმის გადაღება 14 დღეში დასრულდა და რეჟისორის – ნიკა ხომასურიძისთვის სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ფილმია. სცენარი ნიკა ავალიანს ეკუთვნის, რომელმაც რეჟისორთან ერთად ივნისში კასტინგი ჩაატარა და მსახიობები დაამტკიცა. ფილმში ვითარდება კრიმინალური ისტორია, რომლის მიხედვით 40 წლის ნანას ბანკიდან სესხად 100 000 დოლარი გამოაქვს სექს შოპის ბიზნესის დასაწყებად, სესხის იოლად აღების და შვილის ბანკში სამსახურის შოვნის სანაცვლოდ ის მზად არის საკრედიტო განყოფილების უფროსთან რომანი გააბას. ნანას ქმარს – ზაზას, ცოლის ქცევა არ მოსწონს და კერძო დეტექტივს – თამუნას დაიქირავებს, თუმცა დეტექტივი ნანაზე გაცილებით მომხიბვლელი აღმოჩნდება და ზაზას თავისი ცოლი უკვე აღარ აინტერესებს, თუმცა შურისძიების წყურვილი მაინც ამოძრავებს. დეტექტივი ამასობაში გაიგებს რომ ოჯახს ბანკიდან დიდი ფული გამოაქვს და ახლა უკვე მას აქვს საინტერესო გეგმა და ისტორიაც ვითარდებდა. გარდა ამისა ფილმში არიან საინტერესო პერსონაჟები, რომლებიც უნებლიედ არიან კრიმინალური ისტორიის მონაწილენი, მღებავი გოჩა და პროფესორი ნოდარი. მღებავი გოჩა ზაზას სახლში რემონტს აკეთებს, ხოლო პროფესორი ნოდარი ზაზას კარის მეზობელია და მღებავი გოჩას ხმაური არ მოსწონს. ფილმში არის მანქანების დევნის, სროლების და სპეც ეფექტების სცენები, რაც ფილმს ექშენის სახეს აძლევს.
ფილმის მონტაჟი 3 თვე გრძელდება და როგორც პროდიუსერები აცხადებენ ეს იქნება სწრაფი მონტაჟის სტილით გაკეთებული ფილმი, სცენიდან სცენაზე ორიგინალური გადასვლებით, რაც ფილმს დინამიურობას მატებს.
ფილმის ფოკუს ჯგუფისთვის ჩვენება გაიმართა. 30-მდე მონაწილემ ერთხმად აღნიშნა, რომ ფილმი არის დინამიური, სწრაფი საყურებელი. ყოველ სცენას აქვს დატვირთვა და ფილმში მრავლად არის სასაცილო შავი იუმორით გაჟღენთილი სცენები. 30-დან 23-ს ფილმი მოეწონა, 16-მა განაცხადა რომ აუცილებლად ურჩევს მეგობარს, 7-ს ფილმი არ მოეწონა. ფილმის ნაკლად 5-მა დაასახელა ის რომ არ აქვს “ჰეპი ენდი” და არ ყავს მთავარი მოქმედი გმირი.
საინტერესოა რამდენად წარმატებული იქნება ეს ქართული პროექტი.
თვითონ შემქმნელები აცხადებენ რომ ფილმი არ იქნება გადატვირთული ზედმეტი სარეკლამო სცენებით როგორც ეს ქართული ფილმებიც უმრავლესობას აქვს.
ასევე აღსანიშნავია საკმაოდ მაღალ დონეზე გაკეთებული მაკიაჟი და გადაღების ხარისხი.
ჯერ-ჯერობით ეს ინფორმაცია ყველაფერია რისი მოპოვებაც ჩვენ შევძელით, სულ მალე ფილმის აქტიური რეკლამირება დაიწყება მედიაში.
შეგახსენებთ რომ თვითონ ფილმს ეკრანებზე 2011 წლის 27 მარტიდან იხილავთ!
ფილმის პრომოები და ტრეილერები:
ფილმის პოტერები:


სურათები გადაღებებიდან:



დანარჩენი სურათები (100+ რაოდენობის) შეგიძლიათ იხილოთ აქ:
მამაჩემის გერლფრენდი – გადაღებისას






















