არსებობენ ადამიანები, რომლებიც ფილმებს იღებენ, ასევე არსებობენ ისინი, რომლებიც ფილმებს უყურებენ. ჩვენ სწორედ მეორე კატეგორიას მივეკუთნებით. ჩვენ გთავაზობთ ყოველდღიურ სიახლეებს, ტრეილერებს, ინტერვიუებს, განხილვებს და სხვა დანარჩენს კინოსამყაროდან. კინობლოგი – ეს ის ადგილია, სადაც მიიღებთ თითქმის ამომწურავ ინფორმაციას თქვენთვის საინტერესო ყველა კინომოვლენაზე.
ბლოგი დაარსდა 2010 წლის აპრილში, ჯერ კიდევ სხვა დომენური სახელით (spirit.ge), იმავე წლის სექტემბრიდან კი შეიძინა სახელი “კინობლოგი” და მის შემდეგ აქტიურად მოღვაწეობს სხვა პოპულარულ ქართულ ბლოგებს შორის. დღეისათვის ბლოგზე დაწერილია 500-მდე პოსტი და 3500-მდე კომენტარი, რომელთა რიცხვი, რა თქმა უნდა, ყოველდღე იზრდება. ჩვენთან პოსტი დაუწერია 20-მდე ავტორს, მათგან მხოლოდ ერთეულები შემორჩნენ დღევანდელ ადმინისტრაციას. არიან ახალი სახეებიც, რომლებიც ახლა დგამენ პირველ ნაბიჯებს ბლოგზე.
2010 წლის ივნისში, გახნსიდან ერთი თვის შემდეგ, ბლოგმა პარტნიორობა დაამყარა თბილისის კინოთეატრებთან, “რუსთაველსა” და “ამირანთან”, 2011 წლის მარტში მათ რიცხვს შეუერთდა კინოთეატრი “საქართველოც”. დანარჩენი კომპანიების სრულ სიას რეკლამის გვერდზე იხილავთ.

კინობლოგის ადმინისტრაცია:
დააჭირეთ ავტორის ფოტოს მისი ყველა სტატიის სანახავად
Georgio
გიორგი ახვერდაშვილი
დამაარსებელი / ადმინისტრატორი
Devi.Ge
დევი ფირცხალაიშვილი
თანამფლობელი / პროექტის დეველოპერი
Weiman
გიორგი გუგენიშვილი
მთავარი მწერალი
Poison Ivy
თამთა ჭალიძე
მწერალი

ბლოგის იდეის ავტორები:
გიორგი ახვერდაშვილი
გიგი თოფურია
ერეკლე ანთაძე















